пятница, 4 сентября 2015 г.

ჩემი ტრენინგი

Admodo-  ვირტუალური   საკლასო ოთახი

                            2014  სასწავლო წლის  8-10  აპრილს  54  საჯარო სკოლაში  გავიარე  მასწავლებლის   პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ  ორგანიზებული ტრეინინგი. 
                            ტრენერი - თამუნა ლოსაბერიძე.
                            ისტ(ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) წიგნიერება
ციფრული ტექნოლოგიების, კომუნიკაციის ინსტრუმენტებისა და/ან ქსელების შესატყვისი გამოყენება .ინფორმაციაზე წვდომის, მისი ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების-  ეს  იმ  საჭიროებათა ჩამონათვალია, რომელთა ●      გათვალისწინებითაც , მე  გადავწყვიტე   დავსწრებოდი  და გამევლო   აღნიშნული ტრეინინგის ფარგლებში შემოთავაზებული სასწავლო  მასალა.
●      ტრეინინგის ფარგლებში  შევისწავლე-  edmodo. Com. -ის საშუალებით  ელექტრონული  ტესტების შექმნა, ხუთი სხვადასხვა ფორმის ტესტის გამოყენებით; ტესტებზე ვიმუშავეთ , როგორც მოსწავლის, ასევე მასწავლებლის პოზიციიდან;   ვისწავლეთ ჯგუფების შექმნა და  მათთვის  სხვადასხვა დავალების გაგზავნა;   დავეუფლეთ   საერთო  ჯგუფში მუშაობის  პრინციპებს;  შევისწავლეთ, ასევე  admodo-ს  ბიბლიოთეკაში  მასალების  ატვირთვა; 
●      ტრეინინგზე მიღებული  ცოდნა,  დამეხმარა  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო  ტექნოლოგიების გამოყენებაში  შემაჯამებელი ტესტირებების  შექმნისას.  დავზოგე  დრო (  იგულისხმება გასწორება )  და   მატერიალური რესურსი (  თაბახის ფურცლები).  მოსწავლეებს  გამოუმუშავდათ  კომპიუტერთან  ტესტებზე მუშაობის გარკვეული უნარ-ჩვევა, რაც  დამეთანხმეთ, რომ  აუცილებელია,  მომავალში  CAT-ის  გამოცდისათვის.
 ●        მომავალში  კიდევ უფრო  დავხვეწ  და  ხშირად გამოვიყენებ ასეთი  ფორმის ტესტებს.
●       









( აუცილებლად  მივაბა  ტესტები,  შედეგები)